ქველმოქმედებიდან პოლიტიკაში – სალომე ფაცაცია მაჟორიტარობის კანდიდატი მმართველი გუნდიდან ხდება

0

ქველმოქმედი ქალბატონი, წმინდა გაბრიელის ფონდის ხელმძღვანელი საალომე ფაცაცია პოლიტიკაში მიდოის. ამის შესახებ მან ღია განცხადება რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში გააკეთა. სალომე ფაცაციას განმარტებით, ის მაჟორიტარ დეპუტატად ზუგდიდის ერთ-ერთ უბანში იქნება წარდგენილი. ფაცაცია აქვე იმასაც ამხელს, რომ დეპუტატობას მმართველ გუნდთან ერთად აპირებს.

“ყველას მოგესალმებით დიდი სიყვარულითა და პატივისცემით.
ვინც მიცნობს იცის,ყოვლთვის თავდაუზოგავად ვიბრძვი სხვისი ბედნიერებისთვის და ასეც იქნება მომავალში,ფაქტმა,რომ ძალიან ბევრია დასახმარებელი და ძალიან ბევრს ვეიმედები დამაფიქრა და გადამადგმევინა სერიოზული ნაბიჯი,ნაბიჯი,რომელიც შეცვლის მომავალს უკეთესობისკენ.ვიღებ მონაწილეობას თვითმართველობის არჩევნებში და ვარ კომბინატში მაჟორიტარობის კანდიდატი,ქართული ოცნების ოფოციალური წარმომადგენელი.

დიახ,თქვენთან ერთად და თქვენი მხარდაჭერით! მე ,პირდაპირ თუ ირიბად,ყველას ოჯახში შემოვალ,მჯერა ,რომ ერთად ყველაფერი გამოგვივა! ძალა ერთობაშიაო და დარწმუნებული ვარ თქვენთან ერთად გავიმაჯვებ,ჩვენ ერთად დავამარცხებთ შიმშილს,უსახსრობას და გაჭირვებას”-წერს სოციალურ ქსელში სალომე ფაცაცია.

სხვა ახალი ამბები: