რა გახდა ფოთის მაჟორიტარის შვილის, ბექა ხახუბიას გარდაცვალების მიზეზი?- ახალი ვერსიები (ვიდეო)

0

21 წლის ბექა ხახუბია ემსხვერპლა ავარიას, რომელიც საპატრულო პოლიციის მიერ მისთვის გზის ტრაილერით ჩახერგვას მოჰყვა. ტრაგედიის დეტალების შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი2”-მა სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა, რომელსაც უკომენტაროდ გთავაზობთ:

ბექა ხახუბია, რომელიც “ქართული ოცნების” ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ვაჟია, თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრაობდა. დევნა 17 მაისს გამთენიისას, დაახლოებით 4 საათზე დაიწყო. ბექა ხახუბიამ, შენიშნა რა, რომ საპატრულო პოლიცია მის დევნას არ წყვეტა, ხაშურის ცენტრში, წრესთან, მანქანა მოაბრუნა და ისევ თბილისის მიმართულებით წამოვიდა, რის შემდეგაც, ზვიად კუპრავას თქმით, პოლიციამ მიიღო გადაწყვეტილება, წინაღობის მეშვეობით შეეჩერებინათ ურჩი მძღოლი.

გორის გვირაბის გასასვლელში დასვენების მიზნით გაჩერებულ სატვირთო ტრაილერის მძღოლს, გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უკანონოდ ჩამოართვეს მისი კუთვნილი სატვირთო ა|მანქანა და მოახდინეს გორის გვირაბის გასასვლელის ჩახერგვა.

დიდი სისწრაფით მოძრავმა ბექა ხახუბიამ, რომელიც უკვე განათებული გვირაბიდან სიბნელეში გამოდიოდა, ვერ შეამჩნია ტრაილერი და მაქსიმალური სიჩქარით შეეჯახა მას. სამწუხაროდ,საპატრულო პოლიციის უკანონო ქმედების შედეგად 21 წლის ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა

სხვა ახალი ამბები: