რას ითხოვს ხალხი ზუგდიდის სოფლებში? – მუნიციპალიტეტის გამგებელი ადგილობრივებს ხვდება

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლების საერთო კრებები გრძელდება. პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტები დღეს კახათის, ახალკახათის, დარჩელის და კიროვის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებლებმა დაასახელეს. კრება მუნიციპალიტეტის გამგებლმა ლაშა გოგიამ და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგებლებმა ჩაატარეს.

კახათში მოსახლეობამ პრიორიტეტად რუსთველის ქუჩის გზის რეაბილიტაცია , შიდაგზების მოხრეშვა, დარასელიას ქუჩის გარე განათება, სანაპიროს ქუჩაზე ხიდის მოწყობა და სკოლის წინ სანიაღვრე არხების მოწყობა დაასახელა.

ახალკახათში პრიორიტეტად სოფლის ცენტრიდან პროფსასწავლებლამდე გზის მშენებლობა 2000 გრძ მ. და ამავე ტერიტორიაზე ხიდის მშენებლობა , სკოლის წინამდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე არხის გაყვანა და მილების ჩაწყობა, საბავშო ბაღის წინამდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე არხის გაყვანა და ბეტონის საფარით დაფარვა. მოსახლეობის მოთხოვნით საკეზაიოს უბანში სანიაღვრე გზის მოწყობა დასახელდა.

დარჩელის მოსახლეობამ პრიორიტეტად ბეტონის გზის გაგრძელება ზემო დარჩელის ცენტრამდე, ასევე საბავშო ბაღის აშენება ზემო დარჩელის ცენტრში (ტელმანი) , გზების რეაბილიტაცია შიდა გზების მოხრეშვა ან გრეიდერით გასწორება, საბავშო ბაღის რეაბილიტაცია, მდ.ჯუმზე ნაპირსამაგრების მოწყობა, კერზაიების უბანში ხიდის გაკეთება და ჭაბუკიანის უბანში ხიდ-ბოგირის მოწყობა დაასახელა.

კიროვში პრიორიტეტად მდ.ჯუმზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება, ორულუ-კიროვის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების ამოწმენდა ასევე შიდა გზების მოხრეშვა საჭეჟიოს უბანში (წყალმომარაგება,დაქსელვა) და სტადიონის სამუშაოების გაგრძელება დასახელდა.

სხვა ახალი ამბები: