რაშიდ კანჯიოღლუ აფხაზურმა მხარემ დაკითხა და სახლიდან გაუსვლელობის პირობით გაათავისუფლა

0

სუს-ის ხელმძღვანელ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაკითხეს და შემდეგ სახლიდან გაუსვლელობის პირობით გაათავისუფლეს, – ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“გალში შეხვედრის დროსაც აფხაზურმა მხარემ დააფიქსირა, რომ გამოძიება დაწყებულია, თუმცა დაკავება არც მათ დაგვიდასტურეს. ჩვენი ინფორმაციით დაკავებული არ არის, შემთხვევის დროს ადგილზე არც ჩვენი და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არ იმყოფებოდნენ. 30 მეტრშია აფხაზური საგუშაგო და ევროკავშირის დამკვირვებლები საფრთხიდან გამომდინარე იქ მოძრაობის რეკომენდაციას ჩვენ არ გვაძლევენ”,- განმარტავს გომელაური.

სხვა ახალი ამბები: