რატომ იღებენ ადამიანები ონლაინ სესხებს?

0

მოგეხსენებათ საქართველოში სწრაფ ონლაინ სესხებზე მოთხოვნა ძალიან დიდია, უამრავი ადამიანი იყენებს სწრაფი სესხების კომპანიების მომსახურებას.

ზოგადად ონლაინ სესხი არის ძალიან კარგი საშუალება უეცრად წარმოშობილი ფინანსური სიძნელეების მოსაგვარებლად, თუმცა მეორე მხრივ მისი აღება ნებისმიერი დროს, ნებისმიერი საჭიროებისთვის შესაძლოა ძალიან დიდ პრობლემად იქცეს. ონლაინ სესხი უნდა იყოს ბოლო გამოსავალი, ფინანსური პრობლემის მოსაგვარებლად.

ონლაინ სესხების ყველაზე დიდი ნაკლი, მათი საკომისიოს დიდი ოდენობაა, რომელიც წლიურ 1000%-საც კი აღწევდა, თუმცა 2017 წლის იანვრიდან ძალაში შესული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, აღნიშნული ფაქტორი ბევრად უფრო გაუმჯობესდა, მომხმარებლების სასარგებლოდ, კერძოდ დაწესდა ლიმიტი სესხის საკომისიოს ოდენობაზე, სწრაფი სესხების კომპანიებს ამიერიდან აღარ შეუძლიათ გასცენ სესხები, რომელთა ეფექტური პროცენტი 100-ზე მეტია.

სწრაფი სესხების მოცულობა 50 ლარიდან 2000 ლარამდე მერყეობს, მათი დაბრუნების ვადა შედარებით მოკლეა 10-30 დღე, ხოლო მათი გამოყენების მიზნობრიობით მომხმარებელი არ არის შეზღუდული.

წინამდებარე სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ძირითადი მიზნებს, რისთვისაც იყენებენ ადამიანები ასეთ სესხებს.

საკვების შესაძენად – საქართველოში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით არ არის მოულოდნელი, რომ სწორედ საკვების შესაძენად იღებს ბევრი ადამიანი ონლაინ სესხს.

კომუნალური გადასახადები – საკვებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია კომუნალური გადასახადები, რომლებიც ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება და მძიმე ტვირთად აწევს ბევრ ადამიანს, ამიტომაც ისინი ონლაინ სესხებით ფარავენ მათ გადასახადებს, რათა არ გაეთიშოთ შუქი, გაზი და ა.შ.

საწვავის ფული – ავტომობილი უკვე დიდი ხანია ფუფუნებას არ წარმოადგენს. ბევრი ქართველისთვისი იგი შემოსავლის წყაროა, გადაადგილების საშუალება, ან თუნდაც ერთადერთი სამუშაო. აქედან გამომდინარე, ხშირად სწორედ ბენზინის შესაძენად იღებენ ონლაინ სესხებს ადამიანები.
ავტომობილის შეკეთება – საწვავის გარდა, ავტომობილს სხვა საჭიროებების გააჩნია, მათ შორის შესაძლებელია იგი უეცრად გახდეს შესაკეთებელი, რისთვისაც ფინანსები არ იყოს გათვალისწინებული. ასეთ შემთხვევაში ყველაზე მარტივი გამოსავალი სწორედ სწრაფი ონლაინ სესხია.
სამედიცინო ხარჯები – ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებულია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საყოველთაო დაზღვევა მოქმედებს, სამედიცინო ხარჯები მაინც წარმოიშობა, რადგან შესაძლოა დაზღვევა მთლიანად ან ნაწილობრივ არ ფარავდეს გარკვეულ სამედიცინო მომსახურებას. ასეთი ვითარებიდან სწრაფი გამოსავალი კვლავ ონლაინ სესხების აღებაა.

ქირის თანხა – ბევრი ადამიანი ქირით ცხოვრობს, ყოველთვიური ქირის თანხის გადახდა მარტივი საქმე არ არის, როდესაც ფიქრი სხვა დანახარჯებზეც გიწევთ, როგორიცაა საკვების ხარჯები და კომუნალური გადასახადები, ამიტომაც ხშირად თვის ბოლოს აღარ რჩება საკმარისი თანხა ქირის დასაფარავად. ასეთი სიტუაციიდან გამოსავალი, ონლაინ სესხის მიღებაა, რომლითაც დაფარავათ ქირის თანხას.

პირადი მოხმარების საგნები – ადამიანები ხშირად იღებენ სწრაფ ონლაინ სესხებს ისეთი პირადი საგნების შესაძენად, როგორიცაა მობილური ტელეფონი, ტანსაცმელი, კომპიუტერი, ავტომობილზე ფულის დასამატებლად და ა.შ.

ეს არის ის ძირითადი საჭიროებები რისთვის ქართველო მომხმარებელი იღებს სწრაფ ონლაინ სესხებს, საინტერესო თქვენ რისთვის იღებთ ხოლმე ყველაზე ხშირად ასეთ სესხს, გთხოვთ დაგვიწეროთ კომენტარებში.

სად ჯობია ონლაინ სესხის აღება?

ჩვენ უკვე გავარკვით თუ რატომ და რისთვის იღებენ ონლაინ სესხებს მომხმარებლები, თუმცა ამავდროულად მნიშვნელოვანია სად ჯობია ონლაინ სესხის აღება.

ამჟამად საქართველოში, ონლაინ სესხების გამცემი კომპანიათა რიცხვი ძალიან დიდია, შესაბამისად მათი შემოთავაზებები იმდენად ბევრი და მრავალფეროვანია, რომ ძნელია საუკეთესო ვარიანტის შერჩევა.

ამისათვის აუცილებელია ყველა ასეთი კომპანიის ვებ-საიტზე შესვლა, მათი პირობების გაცნობა და შედარება. საბოლოოდ, კი საუკეთესო ვარიანტის შერჩევა.

აღნიშნულის ალტერნატივა და შესაძლებელია ითქვას, რომ საუკეთესო საშუალება მაინც ონლაინ სესხების შედარების საიტებია, როგორიცაა მაგალითად www.topsesxi.com

ასეთი ვებ-საიტების მეშვეობით თქვენ საშუალება გაქვთ გაეცნოთ მრავალი სხვადასხვა ონლაინ სესხების კომპანიის შემოთავაზებასა და პირობებს, შემდგომ კი აირჩიოთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი.

 

მარიამ ქობლიანიძე

სხვა ახალი ამბები: