რატომ უხდის ბოდიშს ჟურნალისტი ზუგდიდის მერობის კანდიდატს?

0

“ქართული ოცმების” მერობის კანდიდატს ქალაქ ზუგდიდში, ლაშა გოგიას, ჟურნალ “ზუგდიდელების” ყოფილი ჟურნალისტი ფატი ნაჭყებია ბოდიშს უხდის. ნაჭყებიას განმართებით, სწორედ მან ჩაწერა ინტერვიუ ჟურნალისთვის, სადაც ერთი უზუსტობა გაეპარა და რომელიც წლების შემდეგ სასპეკულაციო გახდა. SMO NEWS უცვლელად გთავაზობთ ჟურნალისტის განცხადებას, რომელიც მან რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნა.

“რით ვერ დაიღალა ხალხი ამდენი ,,წამოძახილებისა” და ამდენი ,,აბდა-უბდა” თავისმართლებების მოსმენით?!… უფრო სწორად, დავიღალეთ და გეყოთ, რა, თქვე კაიდედმაშვილებო.

არ დამაბრალოთ ახლა ლაშა გოგიასა და ,,ოცნების” მიკერძოება. ხმამაღლა ვაცხადებ, რომ მაჟორიტარი კანდიდატის – ზვიად სიჭინავას მხარდამჭერი ვარ, მაგრამ სიმართლე სიმართლეა და სიმართლე მტერსაც კი არ უნდა დაუკარგო…

კახა მიქაია, ძალიან დიდ პატივს გცემთ, მაგრამ უხერხულია , ხუთი წლის შემდეგაც , კვლავ გოგიას პარტიულ წარსულზე ვისაუბროთ.
მელია მართლაც მელიაა, თორემ მან ძალიან კარგად იცის, პარტიის წევრი, თუ პარტიის საწევროს არ იხდის, არ ესწრება პარტიულ ფორუმებს ( უმაღლეს ფორუმებს) წლების განმავლობაში, ის პარტიიდან ავტომატურად ირიცხება, ყოველგვარი განცხადების გარეშე და გამომდინარე აქედან, გოგია დიდი ხნის გარიცხული უნდა ჰყოლოდათ წესით პარტიიდან.

ეს ერთი. მეორე ის, რომ მხოლოდ გოგია ხომ არ ყოფილა ამ ავადსახსენებელი პარტიის წევრი. განა დაგვავიწყდა, მთელი საქართველო რომ ლამის მესიად მიიჩნევდა მიშა სააკაშვილს ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში?!

მე მთავარი ის მგონია, რომ დღეს გოგია ( და სხვებიც, ვინც გულწრფელად დადგნენ ,,ოცნების” მხარეს),,ოცნებაშია” და ,,ოცნების” საქმეს აკეთებს. შეიძლება ხარვეზებით, მაგრამ მონდომებით აშენებს და არაფერს ანგრევს, მათ შორის,არც ადამიანების ფსიქიკას.
ახლა მესამე და ყველაზე მთავარი სათქმელი.

კახა მიქაია, რომ ჟურნალ ზუგდიდელებს ,,აფრიალებს”, ლაშა გოგიას ,,ნაციონალობის” დასამტკიცებლად, იმ ინტერვიუს ავტორი მე ვარ. ( ფ.მალიჩავა ჩემი ფსევდონიმია, დედა მყავს მალიჩავა და ხშირად ვბეჭდავდი ,,ზუგდიდელებში” ამ გვარით) პატარა შეცდომა მომივიდა მაშინ: ლაშამ მითხრა , ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ვარო, მე კი უზუსტობა გამეპარა. ეს ასე დაბეჯითებით, იმითომ მახსოვს, ლაშამ ჟურნალი რომ ნახა, მაშინვე მითხრა, შეცდომა გაგპარვიათ, პარტიის წევრი არ ვარო. მე ბოდიში მოვუხადე და მასაც ეს ხმამაღლა არ გაუპროტესტებია….

ერთხელ კიდევ ვიხდი, ლაშა, ბოდიშს, და ხაზს ვუსვამ თქვენს ადამიანობას.
შეგეძლოთ, დაგესწროთ ჩემთვის და თუ არაპროფესიონალს არ დამიძახებდით, თავი მაინც გემართლებინათ.

სულ ეს იყო…. ეს პატარა ,,ლაფსუსი” მაშინ რედაქტორის ყურამდეც არ მისულა. იქნებ, ლაშასთვის არავის დაეჯერებინა, ხმამაღლაც რომ ეთქვა, მაგრამ …
მორჩა… ახლა სინდისის ქენჯნა არ მაწუხებს.
მე არ ვარ ლაშას მხარდამჭერი, მაგრამ პოლიტიკაც პატიოსანი მიყვარს”-ნათქვამია ჟურნალისტ ფატი ნაჭყებიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

სხვა ახალი ამბები: