რეგიონალური ფონდიდან ამ დროისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთში 67 პროექტია დაფინანსებული

0

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამეგრელო-ზემო სვანეთში, ამ დროისთვის 67 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტია დაფინანსებული. პროექტების საერთო ღირებულება 29 564 316 ლარს შეადგენს.  წლის განმავლობაში პროექტების და შესაბამისად თანხის ოდენობა კიდევ გაიზრდება.

სწორედ, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტები მიმოიხილა, დღეს გამართულ სამუშაო თათბირზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა. ლევან შონია რეგიონის მერებს, გამგებლებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა.

,,მაქსიამალურად მიაქციეთ ყურადღება სამუშაოების შესრულებას, მკაცრად  უნდა გაკონტროლდეს ყველა პროექტი, რადგან არ იყოს არცერთი ნაკლოვანება. პროექტების განხორციელების დროს აუცილებლად უნდა მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება და ეს პირდაპირ ჩასმული უნდა იყოს მოთხოვნებში, ჩვენთვის უმთავრესია ადგილობრივი მოსახლეობა იყოს დასაქმებული. ყველა პროექტი რასაც განვახორციელებთ უნდა იყოს სანიმუშო” – განაცხადა სამუშაო შეხევდრაზე გუბერნატორმა.

შეხვედრას გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან და მოადგილესთან ერთად ესწრებოდა.

სხვა ახალი ამბები: