რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსად ნუგზარ გაბელია დაინიშნა

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსად, ამავე სამსახურის უფროსის უკვე ყოფილი მოადგილე ნუგზარ გაბელია დაინიშნა.

გაბელია სხვადასხვა დროს უმაღლეს სასწავლებელში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა, მოღვაწეობდა კერძო და არასამთავრობო სექტორში. ის პროფესიით ეკონომისტია. ნუგზარ გაბელიას მოადგილედ, ამავე სამსახურის უკვე ყოფილი მთავარი სპეციალისტი იასონ შეროზია დაინიშნა.

რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის პოსტი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მას შემდეგ გახდა ვაკანტური რაც, ამ სამსახურის უფროსი დავით კოდუა გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა.

სხვა ახალი ამბები: