რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი დღეს გაიხსნა

0

ფოთში, პროექტ ,,ჩექინ ჯორჯიას” ფარგლებში, რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის “დღეს” ორგანიზებით იმართება.

ფესტივალის გახსნის ცერემონიას ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია,ქალაქ ფოთის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია ,ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ქართული კულტურის მოღვაწეები და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ფესტივალი, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში საზეიმოდ გახსნა თბილისის ,,რკინის თეატრმა“ სპეციალურად მისთვის შექმნილი პროდუქციით ,ჩიტები’’.
სპექტაკლს წინ უძღვოდა 15 წუთიანი შოუ-პროგრამა თბილისის ,,დრამ შულისა’’ და მსახიობების მონაწილეობით, რომელიც თეატრის წინ, ღია სივრცეში გაიმართა.

ფესტივალის ფარგლებში თეატრის ფოიეში გაიხსნა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ცნობილი ქართველი მსახიობების კოსტიუმები სპექტაკლებიდან; მაკეტები, აფიშები და ფოტო მასალა.

ფესტივალი ათდღიანია და 27 ივლისს დასრულდება, მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საქართველოს, ასევე იტალიის, ბელორუსისა და პოლონეთის რეგიონალური თეატრები.

სხვა ახალი ამბები: