Regnum: “ესტონურმა ბიზნესკომპანიამ აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ სცნო”

0

A-le-Coq1“ესტონეთის მსხვილმა ბიზნესსკომპანიამ აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ სცნო” – ამ სათაურით სიახლეს საინფორმაციო სააგენტო  “რეგნუმი” აქვეყნებს. აქვე ნათქვამია, რომ “გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელების უმსხვილესმა მწარმოებელმა ესტონურმა ფირმამ А. Le Coq სექტემბერში აფხაზეთთან და სომხეთთან თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმად ადგილობრივ სავაჭრო ქსელებს ესტონური ფირმა ნაწარმს მიყიდის”.

აქვე ნათქვამია, რომ ამის შესახებ “რეგნუმს”  А. Le Coq-ში განუცხადეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელ ტარმო ნოოპას თქმით კი, “კავკასიის რეგიონის ქვეყნებში ექსპორტის პოტენციალი არსებობს, რამდენადაც იქ  სხვადასხვა სახის სასმელების უკმარისობაა”.

“მან აფხაზეთში სასმელების მხრივ არსებული მდგომარეობა ესტონეთში ოცდაათი წლის წინანდელ სიტუაციას შეადარა.

მისივე თქმით, ესტონურმა საწარმომ საპასუხო კავშირი მიიღო აფხაზეთისგან და სომხეთისგან და რომ ესტონური ნაწარმი მაღალი ხარისხისაა, მიიჩნევა ექსკლუზიურად, მისი მომხმარებელი კი მზადაა მეტი გადაიხადოს.

საწარმოში მიიჩნევენ, რომ კავკასიის მოცემული რეგიონის განსაკუთრებული იმპერიული წარსულის წყალობით, იქ საწარმოს პროდუქცია დასახელებით “ალექსანდრ” და A. Le Coq Imperial წარმატებით გაიყიდება. ნოოპმა ასევე განაცხადა, რომ  უახლოეს მომავალში საწარმო შესაბამის შეთანხმებას საქართველოსთან მიაღწევს.

საინტერესოა, რომ აფხაზეთთან და სომხეთთან შეთანხმების შესახებ გავრცელებული სიახლე საწარმოს პრესსამსახურმა დაასათაურა როგორც “А. Le Coq-მ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ექსპორტის გაფართოების შესახებ შეთანხმებას მიაღწია”. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთის ხელისუფლებას ამ დრომდე აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ უცვნია”, –  ნათქვამია “რეგნუმის” ინფორმაციაში.

სხვა ახალი ამბები: