რიყეში დაკავებულების ოჯახმა და ახლობლებმა ენგურის ხიდზე აქცია გამართეს

0

რუსი სამხედროების მიერ დაკავებული მამა-შვილის არჩიკო და პაატა როგავების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ენგურის ხიდზე აქცია გამართეს. ისინი საქართველოს ხელისუფლებას უყურადღებობაში სდებენ ბრალს და დაკავებულების გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებენ.

როგავების ოჯახის ერთ-ერთი წევრის თინათინ როგავას თქმით, მათ მთავრობის არცერთი წარმომადგენელი არ დაკავშირებია. აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამისი უწყებები მათ მოთხოვნებზე რეაგირებას არ მოახდენენ, პერმანენტულ აქციებს გამართავენ.

აქციას შეუერთნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათი თქმით, საქართველოს მოქალაქეები საოკუპაციო ხაზთან თავს დაცულად არ გრძნობენ და მოუწოდეს ხელისუფლებას, რათა გააკეთოს ყველაფერი დაკავებული მამა-შვილი ოჯახისთვის დასაბრუნებლად.

ანი წითლიძის განმარტებით, ხელისუფლებას აქვს ერთადერთი ბერკეტი, რომ რუს ოკუპანტებთან ნებისმიერ ფორმატში შეძლოს და აწარმოოს  მოლაპარაკება საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებად.

სხვა ახალი ამბები: