რიონის ჰიდროკვანძზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ფოთის მერმა და მაჟორიტარმა დაათვალიერა

0

მდინარე რიონის ჰიდროკვანძზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ხახუბიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ათწლეულების პრობლემა წყალგამოყოფი ნაგებობის ავარიული მდგომარეობა, მიმდინარე წელს მოგვარდება.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ერის იმედი“ ფარების, კაშხლის, ამორტიზებული ელექტრო ტექნიკის და სხვა მექანიკური ნაწილების კაპიტალური რემონტსა და რეაბილიტაციას მოახდენს.

პროექტის მეორე ეტაპზე, აღდგენითი სამუშაოები წყლის ქვეშ განხორციელდება.

სარემონტო სამუშაოებზე 1 367 815 ლარი დაიხარჯება.