როლანდ ახალაიას გუნდის წევრი ტელეკომპანია “ოდიშის” სახე ხდება

0

სამაგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი საოლქო პროკურორის, როლანდა ახალაიას გუნდის წევრი და ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის მოქმედი აქტივისტი ლევან თორია ზუგდიდის დამოუკიდებელ ტელეკომპანია “ოდიშ”-ში ახალ გადაცემათა ციკლს იწყებს. ამის შესახებ ლევან თორიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

“ტელერადიოკომპანია ოდიში მზადაა ამისთვის დამითმოს საეთერო დრო: ეს იქნება რადიო გადაცემა ლაივ სტრიმით სოციალურ ქსელში… ცხადია, არ ვაპირებ ჟურნალისტობას და არც პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტას უბრალოდ, მსურს, რომ მეტად დავიხარჯო მტრული ძალების ლუსტრირებისთვის…”-წერს ლევან თორია სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.

ლევან თორიას გადაწყვეტილებების შესახებ სოციალური ქსელიდან იგებენ ტელეკომპანია “ოდიშის” თანამშრომლები. ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნანა ქობალია ლევან თორიას პოსტს კითხვისნიშნებით ეხმაურება. ჯერჯერობით კომენტარს ტელეკომპანიის არცერთი თანამშრომელი არ აკეთებს, რადგან ამის შესახებ სოციალური ქსელის საშუალებით რამდენიმე წუთის წინ შეიტყვეს.

 

სხვა ახალი ამბები: