რუხიდან ოკუპანტების მიერ დაკავებული ქართველების დასამართლო პროცესი შესაძლოა დღეს გაიმართოს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ორი მამაკაცის სასამართლო პროცესი შესაძლოა გალში დღეს გაიმართოს. დაკავებულთა ახლობლების განცხადებით აფხაზური სასამართლო მათ დღესვე გაათავისუფლებს ჯარიმის გადახდის შემდეგ.

ერთ-ერთი დაკავებულის ახლობლები აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ შესაბამისი სახსრები, ჯარიმა გადაიხადონ. ისინი დახმარებას ქართულ მხარეს სთხოვენ.

შეგახსენებთ რომ 2 დღის წინ, 14 აგვისტოს, სოფელ რუხში, მდინარე ენგურზე თევზაობისას რუსმა ოკუპანტებმა რუხის მკვიდრი ფრიდონ ჭითანავა და ჭუბურხინჯში მცხოვრები ლევან მორგოშია დააკავეს. აფხაზური მხარე დაკავებულებს ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება.