რუხში ფერების ფესტივალი გაიმართა

0

რუხის სავაჭრო ცენტრში ფერების ფესტივალი ჩატარდა, სადაც მონაწილეობა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს. ღონისძიების მხარდამჭერები სამეგრელო ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია, რუხის სავაჭრო ცენტრი, საპარტნიორო ფონდი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი Check in Georgia და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები არიან.

ფესტივალს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგო გულორდავა და მუნიციპალიტეტების მერები დაესწრნენ. ფერების ფესტივალი “გზა ერთობისკენ – რუხი 2018“-ის ფარგლებში ჩატარდა. ფესტივალი “გზა ერთობისკენ – რუხი 2018”, 14 ივნისს დაიწყო და 15 ივლისამდე გაგრძელდება, ამ ხნის განმავლობაში რუხის სავაჭრო ცენტრში სხავადსხვა სახის კუტურული და სპორტული ღონიძიებები იმართება.