რუხში “შემოსაზღვრე საქართველო”-ს ფარგლებში კონცერტი გაიმართა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და კულტურის ცენტრ ,,ოდიში’’-ს მხარდაჭერით, „შემოსაზღვრე საქართველო“-ს ფარგლებში, კონფლიქტისპირა სოფელ რუხში კონცერტი გაიმართა. რუხის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,ოდოია“-მ და კომპოზიტორ მიშა მდინარაძის ბენდმა ,,ბარაკა“-მ მიიღეს.

პროექტი „შემოსაზღვრე საქართველო“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

სამინისტროს ინფორმაცით, კონცერტის ჩატარების მიზანი, კონფლიქტით დაზარალებული და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობისადმი ყურადღება და კულტურულ პროცესებში ჩართულობაა.

მსგავსი ღონისძიებები უკვე გაიმართა განმუხურში, დიცში და ნიქოზში.

სხვა ახალი ამბები: