რულოვსმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო – “ნაციონალებმა” გამგებლობის კანდიდატიც წარადგინეს

0

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ურთაში, ჩხორიაში, რიყესა და რუხში ადგილობრივ მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ ადგილობრივებს პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნო და პირობა მისცა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ყველა დაპირებას შეასრულებს.

სანდრა რულოვსი სხვა დაპირებებთან ერთად სოფლის მოსახლეობას შეჰპირდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში თითოეულ სოფელში ქორეოგრაფიულ ანსამბლებს ისევ აღადგენს.

დღესვე, სანდრა რულოვსთან ერთად “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” აღნიშნული სოფლების მოსახლეობას ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატიც წარუდგინა. როგორც გაირკვა გამგებლობისთვის ზუგდიდში სოფელ ორსანტიის მაჟორიტარი დეპუტატი ბესარიონ გაბუნია იბრძოლებს. მისი კანდიდატურა დღეს სოფელ ურთაში “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის შტაბის უფროსმა ლაშა დამენიამ დაასახელა.

“მე ფინანსისტი ვარ და მე მოვდივარ გამგებლად. გამარჯვების შემთხვევაში ყველა იმ დაწყებულ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას გავაგრძელებ, რომელიც დაწყებული იყო და ამ ხელისუფლების პირობებში შეჩერდა”, – აღნიშნა კახაბერ გაბუნიამ წინასაარჩევნო შეხვედრაზე.

სხვა ახალი ამბები: