რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებაზე და მნიშვნელობაზე ნინო ბურჯანაძემ ზუგდიდში ისაუბრა (ვიდეო)

0

“დემოკრატიული საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე უკვე მეორე დღეა სამეგრელოში წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს. საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დღეს, დასკვნითი შეხვედრა ზუგდიდში გამართა. ბურჯანაძემ ამომრჩევლებს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გონერ პაპავა წარუდგინა.

ბურჯანაძემ ზუგდიდში შეხვედრისას, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება აუცილებელია. მისი განცხადებით, კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენით საქართველოს ისევ დაუბრუნდება აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომელიც ეკონომიკური ძლიერების გარანტი გახდება სამეგრელოსთვის და სრულიად საქართველოსთვის.

“დემოკრატიული საქართველოს” ლიდერმა მხარდაამჭერებს ზუგდიდში კიდევ ერთხელ მოუწოდა შემოხაზონ ნომერი სამი და ხმა მისცენ ქვეყნის აღმშენებლობასა და ბედნიერ მომავალს.

ცნობისათვის, ნინო ბურჯანაძემ შეხვედრები გამართა მარტვილში, აბაშასა და სენაკში. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მხარდამჭერებს შეხვდა ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში.

სხვა ახალი ამბები: