“მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ” – ღონისძიებების განრიგი, რომელიც 26 მაისს სამეგრელოში დაიგეგმა

0

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გაიმართება. SMO NEWS გთავაზობთ 26 მაისის სამეგრელო-ზემო სვანეთის ღონისძიებების განრიგს:

ქალაქი ზუგდიდი

10:00 – ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, ილია ჭავჭავაძისა და სპირიდონ კედიას ძეგლების ყვავილებით შემკობა

10:00 – 18:00 – სამხედრო ტექნიკის გამოფენა – ზუგდიდის ცენტრალური მოედანი

10:00 -18:00 – გარემოს დაცვის სამინისტრო – „იზრუნე გარემოზე“, საბავშვო გასართობი სივრცე (კონცერტი,ორიგამების ნატვრის ხის ინსტალაცია, ყვავილებისა და ნერგების კუთხე, ხელოვნური შადრევანი) ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ბულვარი, ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიმდებარე ტერიტორია

11:00 -15:00 – სპორტული ღონისძიებები (ტანვარჯიში, კრივი, ძიუ-დო, მაგიდის ჩოგბურთი, გრეხეთბოლი, ჭადრაკი, ნარდი) ცენტრალური ბულვარი

11:00 -13:00 – ასფალტზე ხატვა, ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ბულვარი, ილია ჭავჭავაძის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია

11:00 -14:00 – კონცერტი, ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური მოედანი

12:00 – ველორბოლა, ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ბულვარი

12:00 – კლასიკური მუსიკის კონცერტი, ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ბულვარი

12:00-18:00 – ჯანდაცვის სამინისტრო – საინფორმაციო, სანახაობრივი ღონისძიებები (С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი, სიმულაციური სწავლება პირველად სამედიცინო დახმარებაში, გასართობი კუთხე სათამაშო-სამედიცინო აღჭურვილობით) ცენტრალური მოედანი

12:00 -14:00 – „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა, ზუგდიდის ცენტრალური ბულვარი

12:00 -15:00 – „ჩემი ვეფხისტყაოსანი“ ქალაქ ზუგდიდის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა პლენერი, ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ბულვარი, არტ გალერეის მიმდებარე ტერიტორია

13:00 -15:00 – ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი,კინოთეატრ „ატრიუმის“ წინ

17:00 – ზუგდიდელი მხატვრის ელენე ფიფიას გამოფენის გახსნა, არტ გალერეა.

21:00 – გალა-კონცერტი

ფოთი

09:00-17:00 – სამხედრო ტექნიკის გამოფენა რუსთაველის რკალზე

11:00 -კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენა კოლხური კულტურის მუზეუმში

12:00 -ანდრია პირველწოდებულის ტაძრიდან საკათედრო ტაძრამდე საზეიმო მსვლელობა

12:30-18:00 – ნიკო ნიკოლაძის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიებების გახსნა

13:00 – 19:00 – განათლების სამინისტრო – პროფესიული სასწავლებლების კუთხე; თსუ-ს, ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიაუნის ბენდების კონცერტი
ცენტრალური პარკი:

12:00-18:00 – პროფესიული კოლეჯ „ფაზისის“ გამოფენა

12:00-18:00 – ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა

12:00-18:00 – სახელოვნებო ცენტრის საჩვენებელი კუთხე

12:00-18:00 – კოალიცია „სოციალური რეფორმებისათვის“ შშმ ბავშვთა „ დღის ცენტრი”-ს ნამუშევრების გამოფენა.

12:00-18:00 – საბავშვო სპექტაკლები ღია ცის ქვეშ

13:00-17:00 – სპორტული ღონისძიებები

13:00 – წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება

13:30 – კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით. (ცენტრალური პარკი).

19:00 – დასკვნითი კონცერტი. (ცენტრალური პარკი, რუსთაველის რკალი).

მარტვილი

11:00 – მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ბიუსტების გვირგვინებით შემკობა

11:00 – ადგილობრივ შემოქმედთა ნამუშევრების გამოფენა მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში

11:15 – დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის გვირგვინით შემკობა ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე

11:30 – სხვადასხვა სპორტული აქტივობები ქ. მარტვილის ცენტრსა და სასპორტო სკოლის ეზოში.

12:00 –„ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში

12:30 – 26 მაისისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო მარტვილის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში

13:00 – საფინალო შეხვედრები ფეხბურთში მარტვილის N2 საჯარო სკოლის მინი-სტადიონზე

14:00 – კონცერტი მარტვილის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

12:00 – მშვიდობის აქცია-პერფომანსი რუხის ხიდთან

11:00 – კულტურულ – სპორტული ღონისძიებები ყულიშკარის ადმინისტრაციული ერთეული

11:00-15:00 – მინი-სტადიონზე შეჯიბრება მინი-ფეხბურთში

11:00 – 18:00 – სპორტის სხვადასხვა სახეობებში შეჯიბრი-კარატე, თავისუფალი ჭიდაობა, მძლეოსნობა, შაში, ჭადრაკი, ნარდი, ბადმინტონი

12:00- 17:00 – კონცერტი

სენაკი

10:00 – შეჯიბრი სპორტის სხვადასხვა სახეობებში

13:00 – ღონისძიება მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში

14:00 – კონცერტი მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის წინ

20:00 – საზეიმო კონცერტი ცენტრალურ მოედანზე

22 მაისიდან-26 მაისამდე – მინი საფეხბურთო ტურნირი გოგონათა შორის და ფეხბურთის ტურნირი ვაჟთა შორის

ჩხოროწყუ

10:00 – სპორტული ღონისძიებები: ტურნირები ფეხბურთში, ჩოგბურთსა და კარატეში

12:00 – კონცერტი ახუთში, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში

13:00 – “ვეფხისტყაოსნის” საჯარო კითხვა ცენტრალურ პარკში

15:00 – მერაბ კოსტავას სახელობის სკვერის გახსნა სოფელ ახუთში

16:00 -ასფალტზე ხატვა

წალენჯიხა

12:00 – ეროვნული სამოსის ჩვენება გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე

12:00 კონცერტი ღია ცის ქვეშ

14:00 – „ჩვენ ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს“, თვითმმართველობის სხდომათა დარბაზი

17:00 – ილია ჭავჭავაძის 180 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო, ქალაქ ჯვარის კულტურის სახლი

ხობი

13:00 – მუსიკალურ-თეატრალიზირებული კომპოზიცია „ჩვენ ვართ მომავალი საქართველოსი“, თეატრის წინამდებარე ტერიტორია

14:00 – კონცერტი მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში

16:00 – პირველობა ფეხბურთში თემებს შორის, ფინალური შეხვედრა

მესტია

სეტის მოედანი

12:00-18:00 – ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა–გაყიდვა

12:30-13:00 – ჩოხოსანთა მსვლელობა

12:30-18:00 სთ – შეჯიბრება ჭადრაკში და მკლავჭიდში

13:00-18:00 სთ – ფოლკლორული, საოჯახო ანსამბლების და ბენდის კონცერტი

აბაშა

12:00 სთ -კონცერტი აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში

სხვა ახალი ამბები: