“რუსთავი 2”-ის შენობა იწვის – მაუწყებლობა გათიშულია

0

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” იწვის. ამ დროისთვის მაუწყებლობა გათიშულია და ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ. რუსთავი 2-ის შენობაში გაჩენილი ხანძრის შესახებ რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელ facebook-ში ნიკა გვარამიამ დაწერა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, “რუსთავი-2”-ს შენობაში ხანძრის შესახებ შეტყობინება თავდაპირველად  112-ში შევიდა. შემთხვევის ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა გავიდა. მათ ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახდინეს.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 40 კვადრატულ მეტრამდე ფართი. ხანძარი სამაუწყებლო კომპანიის საწყობის ტიპის ნაგებობაში გაჩნდა. სააგენტოს ცნობით, სავარაუდოდ, შენობის ამ  ფართში კომპანიის დეკორაცია ინახებოდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.  უწყების ცნობით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღიძრა, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

სხვა ახალი ამბები: