სააღდგომო არდადეგები სკოლებში 6 აპრილს დაიწყება, სასწავლო პროცესი 10 აპრილს განახლდება

0

2018 წლის 8 აპრილს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს. ამ დღესთან დაკავშირებით, საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სწავლის პროცესი რამდენიმე დღით შეჩერდება.

საქართველოს საჯარო სკოლები წითელ პარასკევს, დიდ შაბათს, აღდგომის დღესასწაულს და მომდევნო ორშაბათს დაისვენებენ – ანუ სააღდგომო არდადეგები სკოლებში იქნება 6-9 აპრილს და 10-ში სწავლა დაიწყება.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, ამ შემთხვევაშიც აღსაზრდელები პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით დაისვენებენ და სააღმზრდელო პროცესი სამშაბათს განახლდება.