სააღდგომოდ თბილისი-ზუგდიდი-თბილისის რეისს ახალი შემადგენლობები დაემატება

0

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით „საქართველოს რკინიგზა“ ახალ შემადგენლობას თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებაზე 13 აპრილიდან დაამატებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება მგზავრების გაზრდილი ნაკადის დასაკმაყოფილებლად მიიღეს.

4 ვაგონიანი ელექტრომატარებელი რეისებს 13-დან 18 აპრილის ჩათვლით შეასრულებს. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 08:50სთ-ზე გავა და ზუგდიდში 14:15სთ-ზე ჩავა, ზუგდიდან კი 19:15სთ-ზე გამოვა და თბილისში 00:35სთ-ზე ჩამოვა.

ამასთან, ღამის სამგზავრო მატარებელს თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და ღამისა და დღის სამგზავრო მატარებლებს – თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სხვადასხვა კლასის სამგზავრო ვაგონები დაემატება.

სხვა ახალი ამბები: