სააკაშვილი – ბევრ ადგილობრივ ორგანიზაციას და კანდიდატს არ გაუქრა სურვილი მეორე ტურში მონაწილეობის

0

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ პირველი სტატუსი სოციალურ ქსელში ათი წუთის წინ განათავსა. სააკაშვილი წინა მოწოდებებისგან საკმაოდ “რბილი” ჩანს.

“მიხარია, რომ ძალიან ბევრ ადგილობრივ ორგანიზაციას და კანდიდატს, მიუხედავად მასშტაბური გაყალბებისა, არ გაუქრა სურვილი მეორე ტურში მონაწილეობის. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად ყველაფრისა ხელების ჩამოშვებას არავინ აპირებს და ეს უკვე თავისთავად გამარჯვებაა. მე ვრჩები ჩემს აზრზე, რომ ეს იქნება უკიდურესად უთანასწორო და უსამართლო ბრძოლა და ამიტომ, ახლა მთავარია მის უკეთესად მოსამზადებლად, მეორე ტურამდე მაქსიმალურად ბევრი მასალა დავდოთ გაყალბებისა და მანიპულაციის, რათა ჩვენც ბევრად უკეთესად შევხვდეთ ამ ხრიკებს, შესაბამისად უფრო გავუძნელოთ ივანიშვილს მათი კიდევ ერთხელ გამოყენება.

ძალიან ბევრი კონკრეტული ფაქტი გამოავლინა აჭარის ორგანიზაციამ. მინდა ვთხოვო ყველა სხვა ორგანიზაციას გააძლიერონ მუშაობა ივანიშვილის დიდი აფიორის გამოსავლენად. ეს არა მარტო ამ არჩევნებისთვის არამედ უახლოესი მომავლისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებით საქართველოში დასადგურებულ უსამართლობასთან ბრძოლა შეუწყვეტელ ხასიათს მიიღებს და განსხვავებით 2012 წლის შემდგომი პერიოდისა, პასიური აღარავინ იქნება და ეს აქტიურობა ყოველ დღე მოიმატებს”,-წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.

სხვა ახალი ამბები: