სააკაშვილი ჟურნალისტების მოსყიდვას განაგრძობს – რა მიზნით შეხვდა ელისო კილაძე ყოფილ პრეზიდენტს?

0

”გასულ კვირას მედიაში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა მისი პოლიტიკური ამბიციებისა და მიზნების გასატარებლად დაიწყო მედიის წარმომადგენლების დაფინანსება იარაღის ვაჭრობით ნაშოვნი ფულის საშუალებით” –  ამ ინფორმაციას გამოცემა “უკრაინული რევოლუცია” აქვეყნებს.

”ზოგიერთი მედიასაშუალება წერდა, კიევის რესტორან ”სან პაულოში” შედგა შეხვედრა სააკაშვილსა და მისი გუნდის წევრ ოლიგარქ კობა ნაყოფიას შორის. შეხვედრაზე განიხილეს სქემები, რომლითაც ფინანსდებოდა ჟურნალისტები, რასაც სააკაშვილის ბიძა, ”კაგებეს” ყოფილი მაღალჩინოსანი თემურ ალასანია ახორციელებდა”, – წერს “უკრაინულმა რევოლუცია”.

საიტმა “უკრაინულმა რევოლუციამ” გაარკვია ნამდვილად მოისყიდა თუ არა სააკაშვილმა ჟურნალისტები.

”მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც კიევის ინსტიტუტი დაამთავრა, საერთაშორისო ურთიერთობების განხრით, კარიერა სკანდალების ფონზე შიქმნა. სააკაშვილი ინსტიტუტიდან გამოაგდეს პორნოს გადაღებისა და ძლიერი ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენების ფაქტზე. სააკაშვილის სასიყვარულო თავგადასავლების კი დონ ჟუანსაც შეშურდებოდა. თუმცა, ამჯერად სკანდალი შესაძლოა უფრო სერიოზული აღმოჩნდეს. იარაღით ვაჭრობით პოლიტიკის დაფინანსება ევროპის ყველა ქვეყანაში ჯვარს დაუსვამდა ნებისმიერ პოლიტიკოსის საქმიანობას. სააკაშვილი სიტყვებს – გადატრიალებასა და რევოლუციას უფრო ხშირად ახსენებს მის გამოსვლებში. კულუარული ინფორმაციით, საუბრებია იმაზე, რომ მწვავე კონფლიქტია “ნაციონალურ მოძრაობაში”, რომელიც დაკავშირებულია სააკაშვილის მიერ გატარებულ უსიამოვნო ქმედებებთან პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ. მას შემდეგ რაც სააკაშვილმა მეოთხედ წააგო არჩევნები საქართველოში, მან გადაწყვიტა საქართველოს რესურსი გამოეყენებინა, უკრაინაში მისი პოლიტიკური გამარჯვებისთვის. ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა მისი მხარდამჭერების დიდი ნაწილი. საქართველოში 27 დეპუტატიდან 21-მა სკანდალების ფონზე დატოვა სააკაშვილის პარტია. ყველაფერი რომ დაბრალებოდა პარტიიდან გასულ წევრებს, სააკაშვილმა საამისოდ ჟურნალისტები მოისყიდა, რის შემდეგაც დაიწყო შავი პიარის აგორება ყოფილი თანაგუნდელების მიმართ”, – წერს გამოცემა.

საიტმა “უკრაინული რევოლუცია” რამდენიმე კვირით ადრე გამოაქვეყნა სტატია, თუ როგორ ექცეოდა მიხეილ სააკაშვილი საკუთარ თანაგუნდელებს. სტატიის სათაური გახლდათ – “უცხო თავისიანებში და უცხო სხვებისთვის!”

”როგორც “უკრაინულმა რევოლუციამ” გაარკვია, ჟურნალისტების მოსყიდვა მარტივია – სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას მიერ იარაღით ვაჭრობით ნაშოვნი უკანონო ფული მიემართება სააკაშვილისკენ, რომელსაც განკარგავს კობა ნაყოფია. ნაყოფია ამ თანხის საშაულებით ”ყიდულობს” ჟურნალისტებს. გამოყოფილია კონკრეტული თანხები სტატიებისთვის – თვეში 4 000 დოლარი. რა უნდა დაიწეროს და ვის წინააღმდეგ, ამას ერთპიროვნულად მიხეილ სააკაშვილი ან ხალხის წამებით განთქმული ახალაია წყვეტს”, – წერს გამოცემა.

“უკრაინული რევოლუცია” წერს, რომ მათ დაადგინეს ერთ-ერთი მოსყიდული ჟურნალისტის ვინაობა და ეს ელისო კილაძე გახლავთ.

“ანონიმურმა წყარომ მოგვაწოდა ვიდეო, სადაც ასახულია ელისო კილაძის ვიზიტი მიხეილ სააკაშვილთან. რეის 517, თბილისი-კევის მიმართულება. ელისო კილაძე კადრებში დაფიქსირებულია ბორისპოლის აეროპორტში. მეორე დღეს ელისო კილაძემ დატოვა კიევი და დაბრუნდა თბილისში. კიევის აეროპორტში სკანდალურ ჟურნალისტ ელისო კილაძეს მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვის წევრი დახვდა, რომელმაც ჟურნალისტი სააკაშვილთან შესახვედრად წაიყვანა. მას შემდეგ რაც კილაძე დაბრუნდა თბილისში, სააკაშვილის ყოფილი თანაპარტიელების წინააღმდეგ გამოაქვეყნა არაერთი სტატია, სადაც ისინი დაადანაშაულა ყველა ”სასიკვდილო ცოდვაში”, – წერს გამოცემა.

“უკრაინული რევოლუცია” კვლავ გააგრძელებს მოკვლევას, თუ რომელ ჟურნალისტებს აფინანსებს მიხეილ სააკაშვილი.

”შემდეგ სტატიებში შემოგთავაზებთ მასალებს, თუ როგორ ვაჭრობს და სად ყიდის მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა იარაღს”, – წერს გამოცემა “უკრაინული რევოლუცია”.

წყარო: http://uarevo.in.ua/35142162.html

სხვა ახალი ამბები: