სანდრა რულოვსი – მე ვთვლი, რომ არ უნდა მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში

0

ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. კანონმდებლობის თანამხად ის საარჩევნო ბიულეტენში იქნება, თუმცა მეორე ტურს მისივე გადაწყვეტილებით ეთიშება.

კომენტარი რულოვსნა ცოტა ხნის წინ გააკეთა, მისი თქმით, მეორე ტურში არ აქვს აზრი ამ პრობებში მის მონაწილეობას.

სანდრა რულოვსმა ინტერვიუ მხოლოდ ადგილობრივ ტელეკომპანია “ოდიშს” მისცა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან, სადაც რულოვსი მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.
“ყველამ იცის, რომ მე პირველ ტურში გავედი, ამიტომ შეურაცხყოფად ვთვლი მეორე ტურში შემოსვლას ამ უსამართლო ე. წ. დემოკრატიული არჩევნების ფონზე. მე ვთვლი,  რომ არ უნდა მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში. ჯერ ერთი,  მთელ ზუგდიდში  ძალიან ცუდი – ქურდული, კრიმინალური და წნეხის  პირობებია შექმნილი  და არ მინდა,  ამ ხალხს კიდევ პრობლემები ქონდეს, შეურაცხყოფა მიაყენონ, დასცინონ.
მე ვიცი,  რომ გამარჯვებული ვარ და… აქედან გამომდინარე,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს პარლამენტიდან ან თუნდაც სხვა ადგილიდან დავუდგები გვერდში –  ეს ჩემი ვალდებულებაა”,-აცხადებს სანდრა რულოვსი.

სხვა ახალი ამბები: