საბჭოთა ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში ფოთში ფოტო გამოფენა გაიმართა

0

საბჭოთა ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში ფოტო გამოფენა „თოვდა და თბილისს ეხურა თალხი“ გაიმართა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის_სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერებათა მიმართულების ხელმძღვანელმა პროფესორმა მალხაზ მაცაბერიძემ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე „1921 წლის თებერვალ-მარტის ომი“.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და თსუ ,,საბავშვო უნივერსიტეტის’’ მიერ ორგანიზებულ ოკუპაციისადმი მიძღვნილ მოსწავლეთა ლიტერატურული ესეების კონკურსის ,,თავისუფლება დღეს ჩვენი’’ მონაწილეებს, თსუ – ,,საბავშვო უნივერსიტეტის’’ ხელმძღვანელი დოქტორი მარინა ლომოური შეხვდა. მან საუკეთესო ესეების ავტორებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.