საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაცია 1 მარტიდან აიკრძალება

0

sachis-shecvla2016 წლის პირველი მარტიდან, მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან ერთად, ე.წ. საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციაც იკრძალება. ეს აკრძალვა ავტომობილების გარდა, ასეთი ტიპის ავტობუსებსაც შეეხება.

2016 წლის 1-ელი მარტის შემდგომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი/შემოყვანილი ავტობუსი ან მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც საჭე აქვს მარჯვენა მხარეს, ან რომლის საჭეც გადატანილია მარცხება მხარეს ქარხანა-დამამზადებლის მიერ გამოშვების შემდეგ, რეგისტრაციას არ დაექვემდებარება.

ამას მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ამასთან, რეგისტრაციის აკრძალვა საქართველოში უკვე ექსპლუატაციაში მყოფ მარჯვენასაჭიან და საჭეგადატანილ მანქანებსა და ავტობუსებზე არ გავრცელდება და მათი ხელახალი რეგისტრაცია დასაშვები იქნება.

როგორც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, პროექტის მიღებას პარლამენტი არ იჩქარებს და საკითხი მიმდინარე წლის დღის წესრიგში შეტანილი არ იქნება.

“არ უნდა დავტოვოთ არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტოთ ის, რაც შსს-ს მხრიდან არაერთხელ ითქვა, რომ კანონის მიღების შემდეგ არანაირი პრობლემა არ შეექმნება არცერთ იმ ადამიანს, რომელიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილით სარგებლობს. ამასთან, საუბარია იმაზე, რომ საქართველოშიც, ისევე როგორც ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში მოწესრიგდეს საგზაო მოძრაობა და ეს მოწესრიგება იყოს არა შოკის მომგვრელი, არა რაიმეს აკრძალვები, არამედ, დროში გაწელილი იმისთვის, რომ ჩვენ სასურველი შედეგი მივიღოთ. პრობლემა ის არის, რომ თავის დროზე, ძალიან ბევრი წლის წინ, ეს საკითხი არ მოგვარდა და ახლა გვიწევს ამ თემებზე საუბარი,” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ცვლილებები “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონსა და, მასთან ერთად, ოთხ კანონში შედის. საკანონმდებლო პაკეტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა. ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

სხვა ახალი ამბები: