საჩინოში, მდინარე ჭანისწყალზე ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

0

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულში, მდინარე ჭანისწყალზე ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობით მოსახლეობა წყალდიდობისას აირიდებს საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვას.

სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული შპს იკბა 2014 სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 67 996 ლარს. მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ და მერის პირველმა მოადგილე გიორგი ლუკავამ.