საცხენოსნო კლუბ “ხარება”-ს ზუგდიდის მერმა გამარჯვება მიულოცა

0

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი საცხენოსნო კლუბს „ხარება“ ეწვია და 26 მაისს სამტრედიაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ჩატარებულ შეჯიბრებაში მოპოვებული გამარჯვება მიულოცა.

საცხენოსნო კლუბის მხარდაჭერისა და თანადგომისათვის, დეკანოზმა იაკობ ეხვაიამ მერს მადლობის სიგელი გადასცა და კლუბის განვითარების შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნულ საცხენოსნო კლუბს საცხენოსნო სპორტის განვითარებისა და სპორტული ზრდისთვის საჭირო პირობების, პირველადი და აუცილებელი საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 43 000 ლარით აფინანსებს.

სხვა ახალი ამბები: