საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდა მარტვილზე“ დაიხურა

0

17-20 ივლისს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლის და ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსან რაინდთა დასის ორგანიზებით ფოლკლორის III საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდა მარტვილზე“ გაიმართა.

ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებები ჩატარდა მარტვილის, ჩხოროწყუს, ხონის და აბაშის მუნიციპალიტეტებში. ფესტივალში მონაწილეობდნენ საქართველოს, პერუს, რუმინეთის, ჩეხეთის და ბელორუსიის ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები.

ფესტივალის გახსნისა და დახურვის ცერემონია ქალაქ მარტვილში ღია ცის ქვეშ გაიმართა.

საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის საზეიმო დახურვას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელბთან ერთად ჩხოროწყუს, აბაშის და ხონის მუნიციპალიტეტების მერები, მოწვეული სტუმრები და მოსახლეობა ესწრებოდა. ფესტივალი გრანდიოზული კონცერტითა და ფეიერვერკით დაიხურა.