საიას იურისტები ზუგდიდში ჟურნალისტებს შეხვდნენ

0

საიას ზუგდიდის ოფისში მედიის წარმომადგენლებსა და ამავე ორგანიზაციის იურისტებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საიას ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიხეილ ჯახუამ ჟურნალისტებს ის პროექტები გააცნო, რომელსაც ორგანიზაცია წინასაარჩევნო პერიოდში განახორციელებს. მისი თქმით, საია წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს გაუწევს და ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ადმინისტრაციული რესურის გამოყენებაზე გაამახვილებს.

“თქვენგან რაც გვინდა, ეს არის მივიღოთ მაქსიმალური ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, რომელიც შეიცავს პირის ადმინიტრაციული თუ სისხლის სამართლებრივ დევნას, რომელიც მოტივირებული იქნება პოლიტიკურად. ჩვენ ყველა მსგავს ფაქტზე გვექნება რეაგირება”, – აღნიშნა მან.

გარდა ამისა, მიშა ჯახუამ ჟურნალისტებს კორცხელში განვითარებული მოვლენების გაშუქებისთვის მადლობა გადაუხადა და საჭიროების შემთხვევაში დახმარების აღმოჩენას დაჰპირდა.