საჯარო სკოლები სააღდგომო არდადეგების ნაცვლად 8-დან 15 მარტამდე შეწყვეტენ სასწავლო პროცესს

0

აღდგომის დღესასწაულზე საქართველოს საჯარო სკოლები გასული წლების მსგავსად აღარ დაისვენებენ. ტერმინი სააღდგომო არდადეგებიც აღარ იარსებებს. ამის მიზეზად განათლების სამინისტროში, არდადეგების გრაფიკში საგაზაფხულო არდადეგების დამატებას ასახელებენ.

“განხორციელდა ცვლილება და ვინაიდან საგაზაფხულო არდადეგებიც გვექნება აღდგომის დღესასწაულზე სკოლებიც ისევე დაისვენებენ, როგორც სხვა სამსახურები: წითელ პარასკევს – 14 აპრილს და ორშაბათს – 17 აპრილს. შაბათი და კვირა კი ყველასთვის დასვენების დღეა”-აცხადებენ განათლების სამინისტროში.

ცნობისათვის, საგაზაფხულო არდადეგები საქართველოს საჯარო სკოლებში 8 მარტიდან 15 მარტამდე განისაზღვრა.

 

სხვა ახალი ამბები: