“სახელმწიფო ხალხისთვის” ხობის ორგანიზაციის 90-ზე მეტმა წევრმა დატოვა

0

ხობში “პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” წარმომადგენლებმა დღეს მედიის წარმომადგენლებისთვის ბრიფინგი გამართეს. “სახელმწიფო ხალხისთვის” ადგილობრივი ორგანიზაციის ოთხმოცდაათზე მეტმა წევრმა დემონსტრაციულად დატოვა პოლიტიკური მოძრაობა. პარტიის წარმომადგენლის, კახა ბუკიას განცხადებით, აღნიშნული პოლიტიკური მოძრაობა არასწორი პოლიტიკური მიმართულების გამო დატოვეს.

“ჩვენ ვამჩნევდით აღნიშნული მოძრაობის ფარულ და ღია ალიანსს “ნაციონალურ მოძრაობასთან და ამიტომაც პარტიის თითქმის 90 პროცენტმა მიიღო გადაწყვეტილება პაატა ბურჭულაძის ორგანიზაცია დაეტოვებინა. ჩვენ არასოდეს ვითანამშრომლებთ ისეთ ძალასთან, რომელიც იქნება ალიანსში შემჩნეული “ნაციონალურ მოძრაობასთან”. ჩვენთვის მიუღებელია ე.წ ყოფილ ნაციონალებთან, კოტე კემულარიასთან და კახაბერ ნადარაიასთან ერთად ერთ გუნდში ყოფნა”,-აღნიშნა “სახელმწიფო ხალხისთვის დამფუძნებელმა ხობის მუნიციპალიტეტში კახა ბუკიამ.

სხვა ახალი ამბები: