„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში მესამე მოსმენით განიხილეს

0

პარლამენტის პლენარული სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით დაიწყო. დეპუტატებმა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილეს.

ცვლილება ელექტრონული ტენდერის გამოცხადების ვადებს შეეხება და გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, რომლის გამოცხადებისა და მასში წინადადებების წარდგენის ვადა, კანონის მოქმედი რედაქციით, სამი დღით იყო განსაზღვრული, აღარ იარსებებს.

ცვლილებების თანახმად, მხოლოდ ელექტრონული ტენდერი დარჩება, რომლის გამოცხადების ვადებიც შესყიდვის ღირებულებაზე იქნება დამოკიდებული. ასევე იცვლება სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანის წესიც.

სხვა ახალი ამბები: