საკურორტო სეზონზე ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით ‘საჰაერო ტაქსები” იფრენენ

0

დღეს „საჰაერო ტაქსმა“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ინგირის ადმინისტრაციული ერთეულის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე საცდელი სამარშუტო ფრენა განახორციელა. სატესტო ფრენა დღეს, ინგირის აეროპორტიდან თბილისი -ზუგდიდი -თბილისის მიმართულებით „საჰაერო ტაქსმა“ წარმატებით განახორციელა. „საჰაერო ტაქსი“ -ს სერვისის დანერგვა საზაფხულო სეზონზე იგეგმება.

“მალე “საჰაერო ტაქსი” მოემსახურება საკურორტო სოფელ ანაკლიაში მყოფ ტურისტებს, როგორც თბილისიდან ზუგდიდამდე ასევე, პირიქით, ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით. ეს არის ჩვენი ხელისუფლებიის პერიოდში განხორციელებული ერთ-ერთი პროექტი, რომელიც წლების შემდეგ აღვადგინეთ. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან კომფორტული და ყველა ტურისტისთვის და არამარტო მათთვის ხელმისაწვდომი სერვისი. დღეს გაიტესტა “საჰაერო ტაქსი” და საკურორტო სეზონის გახსნის დღიდან ყველას ექნება ამ სერვისით სარგებლობის საშუალება”-აცხადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია.

სხვა ახალი ამბები: