სალხინოში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ნაპირსამაგრების მოწყობის სამუშაოები დასრულდა

0

მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ნაპირსამაგრების მოწყობის სამუშაოები დასრულდა. დასრულებული სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სურმავამ შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა.

პროექტების ჯამურმა ღირებულებამ 37 140 ლარი შეადგინა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ი.მ აქვსენტ საგინაძემ შეასრულა. ნაპირსამაგრების მოწყობის სამუშაოები საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 აგვისტოს N 1679 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან განხორციელდა.