სალომე ზურაბიშვილი – ავსტრიის ელჩის განცხადება ევროკავშირის პოზიციას არ გამოხატავდა

0

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პარლამენტის წევრმა სალომე ზურაბიშვილმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. დეპუტატის თქმით, მათ ავსტრიის მინისტრის გახმაურებულ განცხადებაზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოში სირიელი ლტოლვილების განსახლებას შეეხება.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირის ელჩმა დაადასტურა, რომ ავსტრიის ელჩის განცხადება მხოლოდ და მხოლოდ მისი პირადი აზრი იყო და ის ევროკავშირის პოზიციას არ წარმოადგენს, ასევე, ზურაბიშვილის ინფორმაციით, მსგავსი საკითხი ევროკავშირში არც იხილება: “შეხვდი დღეს ევროკავშირის ელჩს. დამოუკიდებელი დეპუტატის და დიასპორის და მიგრაციის საკითხების კომიტეტის მოადგილის სახელით გავუზიარე ჩემი პოზიცია ავსტრიის მინისტრის გახმოვანებულ მოსაზრებაზე :

– მიუღებელია სახელმწიფოს განხილვა მხოლოდ ” გამოსაყენებელ ტერიტორიად” და ასეთი საკითხის თუნდაც დასმა სუვერენული სახელმწიფოს ხელისუფლის გაუფრხილებლად.
– დასანანია უპასუხისგებლო კომენტარები რომლებიც პოპულისტური შიდა მოსაზრებებით განპირობებული, ჩრდილს აყენებს საქართველო-ევროკავშირის ურთიეთობებს;
– აუცილებელია რომ ამ პოზიციისგან გაიმიჯნოს თვით ევროკავშირი, რათა ცრუ ინფორმაციებს ფარულ შეთანხმების შესახებ ბოლო მოეღოს.

ელჩმა დამიდასტურა რომ ეს განცხადება ევროკავშირის პოზიციას არანაირად გამოხატავდა,რომ ეს მხოლოდ ერთი წევრის მინისტრის პირადი გამონათქვამი იყო და რომ ასეთი საკითხი არც იხილება ევროკავშირის ინსტანციებში” – წერს სალომე ზურაბიშვილი და იმედს გამოთქვამს, რომ საგარეო უწყება შესაბამის ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს ავსტრიელი მინისტრის განცხადებაზე:

“ვიმედოვნებ, რომ საგარეო უფრო ოფიციალური დემარშით მიმართავს (თუ ეს ჯერ არ გაკეთებულა) არა მხოლოდ ევროკავშირს, არამედ ავსტრიის საელჩოს, პასუხს გვაცნობებს და საჯაროდ გამოაცხადებს ჩვენი სახელმწიფოს პოზიციას : სანამ ქვეყანა ტერიტორიულად გამთლიანებული არაა, ოკუპირებულია, და შიდ ადევნილების საკითხი კვლავ მოსაგვარებელია, ასეთი მოსაზრებები არ და ვერ განიხილება. ამასთან ერთად, ასეთი აზრების გავრცელება გეოპოლიტიკურ მდგომარეობის უცოდინარობასაც ნიშნავს” – წერს პარლამენტის დეპუტატი.

სხვა ახალი ამბები: