“სამართლებრივი რჩევები უფასოდ”- შეხვედრები საზოგადოებრივ ცენტრებში

0

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აგრძელებს აქციას: „სამართლებრივი რჩევები უფასოდ“ მუნიციპალიტეტების მოსახლეობისთვის. შეხვედრები საზოგადოებრივ ცენტრებში იმართება.

აქცია 14 ივლისიდან დაიწყო და სამართლებრივი კონსულტაციები უკვე მიიღეს  ქობულეთის, ჩაქვის, გურჯაანის, ლაგოდეხის, თეთრიწყაროს, გარდაბნის, ახალციხის, წყალტუბოს, გორისა და ოზურგეთის მცხოვრებლებმა.

დღეს, 22 აგვისტოს, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრი მერაბ ფარჯიკია და ადგილობრივი ნოტარიუსები მოსახლეობას ორსანტიას საზოგადოებრივ ცენტრში შეხვდნენ.

აქციის მიზანია მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. მოქალაქეებს რეალურად ესაჭიროებათ სამართლებრივი განათლება. ქონების დაკარგვის, გარიგებების შედეგად დაზარალების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს სამართლებრივი საკითხების, ხშირად ელემენტარულისაც, არცოდნა წარმოადგენს. მოქალაქეებმა ხშირად არ იციან, რა უფლებები აქვთ მემკვიდრეობაზე, როგორ და რა ვადაში უნდა მიიღონ სამკვიდრო მოწმობა, რომელი ხელშეკრულების გაფორმება სჯობს, იმისთვის, რომ მათი ქონება მეტად იყოს დაცული, რა ქონებრივი უფლებები აქვთ ქორწინების განმავლობაში ან განქორწინებისას…

ნოტარიუსებმა ადგილობრივ მოსახლეობას გააცნეს საკუთარ უფლებები და ვალდებულებები გარიგებების გაფორმების, მემკვიდრეობის მიღების დროს. რა უნდა იცოდნენ, იმისთვის, რომ არ დაზარალდნენ, არ დაკარგონ ქონება, შეეძლოთ საკუთარი უფლებების დაცვა. მოსახლეობა სამართლებრივ კონსულტაციებს მათთვის საინტერესო სხვა საკითხებზეც მიიღებს.

აქცია ოქტომბრამდე გაგრძელდება და საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.

სხვა ახალი ამბები: