სამეგრელო-ზემო სვანეთი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში წელს პირველად მიიღებს მონაწილეობას (ვიდეო)

0

სამეგრელო-ზემო სვანეთი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ITB BERLIN წელს პირველად მიიღებს მონაწილეობას. რეგიონი აღნიშნულ გამოფენაზე USAID -ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ დახმარებით წარდგება და ტურ-ოპერტორებს საკუთარ ტურისტულ ობიექტებს გააცნობს.

მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ და პროექტ ,,ზრდა საქართველოში’’ ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა დღეს ტურიზმის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ITB BERLIN საერთაშორისო ტურისტული გამოფენაა, რომელშიც საერთაშორისო ტურ-ოპერატორები, ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული უმსხვილესი კომპანიები და ქვეყნები მონაწილეობენ. გამოფენა წელს 8- 12 მარტს გაიმართება.

სხვა ახალი ამბები: