სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ახლადარჩეულ მერებს შეხვდა

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია რეგიონის მუნიციპალიტეტების ახლადარჩეულ მერებს შეხვდა. შონიამ მათ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

სამუშაო შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულს მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსებმა პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

,,შემსრულებლებს თქვენ თვითონ დაადექით თავზე ყველა პროექტი რასაც ჩაიბარებთ და რაც თქვენს მუნიციპალიტეტში ხორციელდება უნდა იყოს მაქსიმალურად მაღალი სტანდარტების და ხარისხიანი, ამიტომაც პირადად გააკონტროლეთ ყველა პროექტი და მათი მიმდინარეობა”, – განაცხადა გუბერნატორმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა მარტვილისა, გამარჯვება „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა პირველივე ტურში მოიპოვეს. ისინი უფლებამოსილების განხორციელებას 12 ნოემბრიდან დაიწყებენ. მარტვილში კი მეორე რაუნდი 12 ნოემბერს გაიმართება.

სხვა ახალი ამბები: