სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი სპეცრაზმელის ოჯახს უსამძიმრებს

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს უსამძიმრებს.

“მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა სპეცრაზმის თანამშრომლის დაღუპვის გამო. ეს ადამიანი ნამდვილად ჩვენი დროის გმირია! მან გაწირა ამქვეყნად ყველაზე მთავარი – სიცოცხლე, იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს!”-ნატქვამია ლევან შონიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: