სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თოვლისგან გაწმენდით სამუშაოებში პირადად ჩაერთო (ვიდეო)

0

თოვლის საფარისგან გაწმენდით სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეოს ქალაქ ზუგდიდში, სადაც ყინულის სასახლის თოვლის საფარისგან გაწმენდა რამდენჯერმე მოხდა. ზუგდიდის მერიასა და საკრებულოში საჯარო მოხელეებისგან შემდგარი მოხალისეობრივი ჯგუფებია შექმნილი, რომლებიც ქალაქის ტერიტორიაზე, ცენტარლურ ბულვარსა და ბოტანიკურ ბაღში მწვანე ნარგავების თოვლის საფარისგან წმენდენ.

გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ სამეგრელო-ზემო სავნეთის გუბერნატორი ლევან შონია და ქალაქ ზუგდიდის ვიცე-მერი გია გულორდავა.

გუბერნატორმა და ვიცე-მერმა თოვლის საფარისგან მწვანე ნარგავების გაწმენდით სამუშაოებში თავადაც მიიღეს მონაწილეობა.

რეგიონში მესამე დღეა თოვს, ინტენსურად იწმინდება გზები, იყრება ტექნიკური მარილი, ყველა პრობლემურ მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბები, რომლებსაც კოორდინირებას გუბერნატორის ადმინისტრაციაში შექნილი საგანებო შტაბი უწევს.

სხვა ახალი ამბები: