სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდა

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის მოადგილეს, კახაბერ რუსიას თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუწყდა. ამის შესახებ SMO NEWS-მა ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ მოიპოვა.  გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება კახაბერ რუსიამ 18 სექტემბერს  მიიღო და შესაბამისი განცხადებით მიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორს, ლევან შონიას.

ცნობისათვის, კახაბერ რუსია 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მონაწილეობას აპირებს. რუსია სენაკის მუნიციპალიტეტში მმართველი გუნდის საარჩევნო სიის პირველი ნომერია. გამარჯვების შემთხვევაში კი კახაბერ რუსია სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.

სხვა ახალი ამბები: