სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა სამუშაო შეხვედრა გამართა

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მხარის გუბერნატორი ლევან შონია უძღვებოდა.

რეგიონის რწმუნებულმა, მოადგილესთან, დავით კოდუასთან, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან, ნუგზარ გაბელიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელ პირებთან ერთად რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.

გუბერნატორმა მერებს და გამგებლებს პროექტების ეფექტურად განხორციელებისთვის საჭირო რეკომენდაციები მისცა და ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მათზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდა.

ლევან შონიამ შეხვედრაზე დასუფთავების კუთხით არსებულ საკითხებზეც ისაუბრა და შესაბამის სამსახურებს ამ კუთხით უფრო მეტი მუშაობისკენ მოუწოდა.

„წელს ჩვენს რეგიონში ბევრი რაოდენობის ტურისტი გვყავს. დასუფთავების კუთხით კარგად მიდის მუშაობა, თუმცა უფრო მეტია საჭირო. მერებს და გამგებლებს მოვუწოდებ 24 საათიან რეჟიმში პირად კონტროლზე აიყვანონ ეს საკითხი, რათა რეგიონში დასუფთავების კუთხით უფრო მეტი ეფქტური ღონისძიებები გატარდეს“, – აღნიშნა გუბერნატორმა.

სამუშაო თათბირს ქალაქის მერები, მუნიციპალიტეტების გამგებლები პროექტების და ზედამხედველობების სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ.

სხვა ახალი ამბები: