სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერატორი ლევან შონია ესტონელ ინვესტორებს შეხვდა

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ესტონელ ინვესტორებს შეხვდა. გუბერნატორმა ინვესტორებს  ჩაის პლანტაციებში არსებული მდგომარეობა და პოტენციალი გააცნო.  ბიზნესმენი ჰანნეს საარტუ პარტნიორებთან ერთად, დაინტერესებულია ჩაის რეაბილიტაციის პროექტში ჩართვით.

შეხვედრას გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა, ხობის, მარტვილის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს გამგებლები, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო, გურია, ზემო სვანეთის  მომსახურების ცენტრის უფროსი და ჩაის მეწარმეები ესწრებოდნენ.

ინვესტორები, ჩაის პლანტაციებს ადგილზე შეისწავლიან.

სხვა ახალი ამბები: