სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დამატებით 12 386 818 ლარის პროექტები განხორციელდება

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან – გუბერნატორთან არსებული სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარების სამუშაო ჯგუფმა, მხარის რწმუნებულს იმ პროექტების ჩამონათვალი წარუდგინა, რომელიც 30 ივნისს დაგეგმილ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე გავა.

პროექტების საერთო ღირებულება რეგიონის მასშტაბით 12 386 818 ლარს შეადგენს. მათ შორის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 10 255 971 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 091 847 ლარია.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომა, 30 ივნისს, 13 საათზე გუბერნიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება (მის: ქ. ზუგდიდი ზ. გამსახურდიას გამზ. №45).

სხვა ახალი ამბები: