სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში საკადრო ცვლილებებია

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს. როგორც SMO NEWS ექსკლუზიურად ჯერ კიდევ გუშინ იუწყებოდა, გიგა ზესაშვილს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ქუთაისის პოლიციის უფროსი ნიკოლოზ დიასამიძე ჩაანაცვლებს.

დიასამიძის მოადგილე იქნება ფოთის პოლიციის მოქმედი მაღალჩინოსანი ირაკლი ჯიქია.

საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი ასევე ზუგდიდისა და ფოთის პოლიციის მთავარ სამმართველოებში. კულუარებში ცნობილი ხდება, რომ ზუგდიდის პოლიციის უფროსს კობა ხარებავას მისი პირველი მოადგილე, გიორგი გვილავა შეცვლის.

რაც შეეხება ფოთს, ფოთის პოლიციის უფროსად სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მოქმედი მაღალჩინოსნის, ზაზა ლატარიას დანიშნვა იგეგმება. SMO NEWS-ის ექსკლუზიური წყაროს ცნობით, სხვა საკადრო ცვლილებები ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის.