სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლები ტურისტულ კომპანიებთან პირისპირ შეხვედრებს მართავენ (ვიდეო)

0

საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „ITB BERLIN“ სამეგრელო-ზემო სვანეთის და „GEM FEST“-ის წარმომადგენლები ტურ ოპერატორებთან პირისპირ შეხვედრებს მართავენ.

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენაზე რეგიონის  ტურისტული ობიექტების და არსებული პოტენციალის გაცნობა, სპციალურ სტენდებსა და პირისპირ შეხვედრებზე მიმდინარეობს.

სამეგრელო-ზემო სვანეთი „ITB BERLIN“-ზე  წელს პირველად მონაწილეობს. რეგიონის, წარდგენა „USAID“ -ის პროექტ „ზრდა საქართველოში“ დახმარებით და მეღვინეობა „ხარებას“ სპონსორობით გახდა  შესაძლებელი.

„ITB BERLIN“ საერთაშორისო ტურისტული გამოფენაა, რომელშიც საერთაშორისო ტურ-ოპერატორები, ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული უმსხვილესი კომპანიები და ქვეყნები მონაწილეობენ. გამოფენა წელს 8-დან 12 მარტის ჩათვლით გაიმართება. გამოფენის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ განსხვავებული მიმართულების ტურიზმს საერთაშორისო დონეზე.

სხვა ახალი ამბები: