სამეგრელო-ზემო სვანეთში გუბერნატორის ადმინისტრაცია სამძიმარს უცხადებს პოეტ გენო კალანდიას ოჯახს

0

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია სამძიმარს უცხადებს პოეტ გენო კალანდიას ოჯახს.

“ცნობილი პოეტის და საზოგადო მოღვაწის გენო კალანდიას გარდაცვალება ძალიან მძიმეა თითოეული ჩვეგანისთვის. გენო კალანდიას სახელი უკვდავია, მისი ლექსები დარჩება მომავალ თაობებს, ჩვენი შვილები იამაყებენ მისი შედევრებით.

აფხაზეთი იყო მისთვის ყველაფერი, სამწუხაროა, რომ საკუთარ სამშობლოზე და კუთხეზე უზომოდ შეყვარეული კაცი საქართველოს გაერთიანებას ვერ მოესწრო.

გულითადად ვუსამძიმრებთ, გენო კალანდიას ოჯახს, ახლობლებს და ნათესავებს, სრულიად საქართველოს!

გენო კალანდია დიდი დანაკარგია არამარტო მისი ოჯახისა და ახლობლებისთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენი აფხაზი დებისა და ძმებისთვის, სრულიად საქართველოსთვის!”

სხვა ახალი ამბები: