სამეგრელოს ღია ჩემპიონატი ლელოსა და შვიდკაცა რაგბში დაიწყო (ვიდეო)

0

ფოთის სარაგბო ბაზაზე სტარტი აიღო სამეგრელოს ღია ჩემპიონატმა ლელოსა და შვიდკაცა რაგბში. ჩემპიონატში ფოთის, ზუგდიდის, აბაშის, ჩხოოროწყუს, წალენჯიხის, სენაკის, ხობის, მარტვილის, ჩოხატაურისა და ხონის გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.

ჩემპიონატის გახსნას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ქალაქის მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ლელოს ფედერაციის პრეზიდენტთან, რაგბის ფედერაციის წარმომადგენლებთან და ვეტერან რაგბისტებთან ერთად დაესწრო.

ლელოსა და შვიდკაცა რაგბში ღია ჩემპიონატის შეხვედრები ფოთის შემდეგ, 12 აპრილს აბაშაში, 19 აპრილს ჩოხატაურში, 15 აპრილს სენაკში, 26 აპრილს წალენჯიხაში, 3 მაისს მარტვილში, 10 მაისს ხობში, 17 მაისს ჩხოროწყუში, 24 მაისს ზუგდიდში ჩატარდება. ფინალური შეხვედრა კი 28 მაისს 15 საათზე ფოთის რაგბის სტადიონზე გაიმართება.

სხვა ახალი ამბები: